ჩვენი კომპანიის შესახებ

ტურისტული კომპანია „შპს ედვენჩერ გრინ ჯორჯია“ 2019 წელს დაარსდა.

ჩვენი ამოცანაა საქართველოს მდიდარი ბუნებრივი და კულტურული რესურსები მსოფლიო დონის ტურისტულ პროდუქტად და უნიკალური შთაბეჭდილებების მიღების შესაძლებლობად ვაქციოთ.

მსოფლიო ტურიზმის განვითარების მთავარი გამოწვევების იდენტიფიცირების, ინოვაციური იდეების დამუშავების, მსოფლიოში მომსახურების თანამედროვე სტანდარტებისა და, ამასთანავე, საქართველოს ტურისტული პოტენციალის გათვალისწინებით, შევიმუშავეთ ტურისტული პროდუქტის კონცეფცია და განვსაზღვრეთ სერვისის შეთავაზების გზები.

ტურიზმის დარგში საქართველოში არსებული მდგომარეობის გაანალიზების, კონკრეტულად, სათავგადასავლო ტურიზმის სერვისების მიწოდების ხარისხის კვლევის საფუძველზე, შემუშავდა ნოვატორული ხედვა, რაც ტურისტულ აქტივობებს მაღალი სტანდარტების შესაბამისს გახდის.

ჩვენს მიერ შეთავაზებული სერვისი ხელს შეუწყობს მსოფლიოს უახლესი ტენდენციების დანერგვას და განვითარებას ადგილობრივ ტურისტულ ბაზარზე.


საქმიანობის აღწერა

უცხოელ ტურისტებს ხელს შევუწყობთ გაიცნონ საქართველო ისეთი გზით, რომელიც ტურისტული კომპანიებისა და გიდების სტანდარტული წინადადებებისგან მკვეთრად იქნება განსხვავებული. დასახული მიზნების მისაღწევად, ვიზიტორებს ვთავაზობთ ქვეყნის მასშტაბით მაღალი ხარისხის, მრავალფეროვან მომსახურებასა და საუკეთესო შთაბეჭდილებებს.

ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ იმოგზაურონ, სტანდარტული ტურებისგან განსხვავებული, ქვეყნის ყველაზე შთამბეჭდავ ტურისტულ ადგილებამდე მისასვლელი ულამაზესი მთის მარშრუტებით.

გათვალისწინებულია, მათთვის მაღალი გამავლობის ავტომობილების დამოუკიდებლად სამართავად გადაცემა ტექნიკური მხარდაჭერის მანქანის თანხლებით.

ავტომობილების პარკი შედგება ოთხი Nissan Pathfinder-სგან, ამათგან ერთი არის თანმხლები ავტომანქანა.

მომხმარებელს ვთავაზობთ საკემპინგო აღჭურვილობას, რომლის მეშვეობით შესაძლებელია დატკბეთ ბუნებაში დასვენებით.


გუნდი

გუნდი, რომელმაც ბიზნესის დაწყება გადაწყვიტა, დაკომპლექტებულია კომპეტენტური და გამოცდილი ადამიანებით.


კომპანიას აქვს ამბიცია შექმნას მსოფლიო დონის ტურისტული პროდუქტი, რომელიც ქართულ ბაზარზე ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს.