ფასის დასაზუსტებლად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ
0000004
 

გადართეთ ავტომობილის მართვის უნარჩვევები უგზოობის რეჟიმზე და მართეთ თქვენი თავგადასავალი!

ბათუმი - მწვანე ტბა

ტურის ხანგრძლივობა: 10-12 საათი

მარშრუტი: ბათუმი, სოფელი მახუნცეთი, ხულო, ბათუმი

ტრანსპორტირება: Nissan Pathfinder 4WD

დისტანცია: 230 კმ

ღირსშესანიშნაობები:

მახუნცეთის ჩანჩქერი, მახუნცეთის თაღოვანი ხიდი, მწვანე ტბა

აღწერა:

შავი ზღვის სანაპიროზე დასვენების პარალელურად, შეგიძლიათ იხილოთ მაღალმთიანი აჭარის ბუნების საოცრებები.

გთავაზობთ ჯიპ-ტურს აჭარის ალპური ტბებიდან გამორჩეული, „მწვანე ტბის“ სანახავად.

ბათუმიდან გავემგზავრებით საქართველოში ერთ-ერთი პოპულარული, მახუნცეთის ჩანჩქერის მოსანახულებლად, რომელიც ქედის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ვიხილავთ მახუნცეთის თაღოვან ხიდს მდინარე აჭარისწყალზე. შემდეგ გავემგზავრებით ხულოს მიმართულებით, ტურის მთავარი დანიშნულების ადგილის „მწვანე ტბის“ მოსანახულებლად და საპიკნიკედ.

„მწვანე ტბა“ დღის მანძილზე მწვანედ ლივლივებს, საღამოს კი მისი ფერი ამინდის მიხედვით იცვლება. ტბასთან მისვლა შესაძლებელია მაღალი გამავლობის ავტომობილით ან საფეხმავლო ბილიკებით. აჭარაში მართლაც ყველაზე ულამაზესი ტბის მონახულების შემდეგ დავბრუნდებით ქალაქ ბათუმში.

ტურში შედის:

სამართავად გადმოგეცემათ მაღალი გამავლობის Nissan Pathfinder 4WD

მძღოლის მომსახურების სერვისით სარგებლობისათვის მოგვწერეთ: sales@agg.travel

ტურის მანძილზე საწვავით უზრუნველყოფა

პიკნიკი მწვანე ტბასთან

წყალი

ტურში არ შედის:

ის სერვისები, რაც არ არის ტურის აღწერაში

აუცილებელი მოთხოვნა:

თან იქონიეთ სამედიცინო პირბადე

თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი

მძღოლს თან უნდა ჰქონდეს მოქმედი B კატეგორიის მართვის მოწმობა

მძღოლის ასაკი განისაზღვრება 21 წლიდან ზემოთ დაზღვევის შესაბამისად

დამატებითი ინფორმაცია:

ჩაიცვით მოხერხებულად

სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ თან იქონიოთ საცურაო კოსტიუმი და პირსახოცი

არ არის რეკომენდირებული ორსულთათვის, 2 წლის და უფრო მცირე ასაკის ბავშვებისათვის, ასევე, მათთვის, ვისაც აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები.

დეტალური ინფორმაციისთვის მოგვწერეთ: contact@agg.travel

ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე +995 591 546 888 ან whatsapp

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა