720
შეარჩიეთ
მონიშნეთ
0000001
 

გაიცანი საქართველო განსხვავებული გზით დღეში მხოლოდ 107€-დ! „ედვენჩერ გრინ ჯორჯია“ გთავაზობს სამდღიან თავგადასავალს ოთხ ბორბალზე.

დაჯექი საჭესთან და იმოგზაურე მთებში ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად შენთვის სპეციალურად მომზადებული სანდო და კომფორტული ავტომობილებით Nissan Pathfinder 4WD.

გაიცანი საქართველო განსხვავებული გზით! ეს შენი შანსია, გააღვიძო შენში თავგადასავლების მოყვარული!

„ედვენჩერ გრინ ჯორჯია“ გთავაზობს თავგადასავალს ოთხ ბორბალზე.

ჩვენი ტურები ყველასგან გამოირჩევა ერთი განსაკუთრებულობით - ავტომობილის საჭესთან თავად ზიხარ!

არ შეშინდე თუ გამოცდილება არ გაქვს, თუკი არასდროს განგიცდია თავგადასავალი ავტომობილის მართვით მთაში.

ჩვენი დახმარებით შენ ნამდვილ პროფესიონალად იგრძნობ თავს!

უმშვენიერეს საქართველოს მთებში გაგიძღვება ჩვენი გამოცდილი ინსტრუქტორი. მისი ხელმძღვანელობით, გაივლი საქართველოში ერთ-ერთ ულამაზეს სამთო მარშრუტს. თავდაჯერებულად და უსაფრთხოდ იმოგზაურებ ციცაბო აღმართებსა და ვიწრო გზებზე, გაივლი მდინარეებსა და ტყეებს და დატკბები ქვეყნის ხელშეუხებელი პეიზაჟებით.

დაჯექი საჭესთან და იმოგზაურე მთებში ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად შენთვის სპეციალურად მომზადებული სანდო და კომფორტული ავტომობილებით Nissan Pathfinder 4WD.


შატილი-სტეფანწმინდა

ტურის ხანგრძლივობა: 3 დღე

მარშრუტი: თბილისი, ჟინვალის წყალსაცავი, კორშა, შატილი, მუცო, შატილი, ანანური, გუდაური, სტეფანწმინდა (ყაზბეგი), გუდაური, თბილისი

ტრანსპორტირება: Nissan Pathfinder (4WD)

დისტანცია: 520 კმ

ღირსშესანიშნაობები:

შატილი - ეს არის ქართული სამშენებლო ხელოვნების უნიკალური ძეგლი, ე.წ. ციხე-სოფელი. კლდეზე შეფენილი ციხე-კოშკები XVI-XVII საუკუნეებით თარიღდება. შატილი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1400 მეტრზე მდებარეობს. თბილისიდან შატილამდე 160 კილომეტრია. რთული გზის გამო, მანძილის დაფარვას 5-6 საათი სჭირდება.

ყაზბეგი - ბერძნული მითის მიხედვით პრომეთე იყო მიჯაჭვული კავკასიის მთაზე, ხოლო ქართული მითების მიხედვით ცნობილია, რომ ეს იყო ყაზბეგის ყინულოვანი ფერდობები. საქართველოში, პრომეთე ცნობილია როგორც ამირანი. მთებზე მოფენილია ცხელი წყლები, მჟავე და შუშხუნა ტბები.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტი მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრია დაბა სტეფანწმინდა. მუნიციპალიტეტი მთლიანად მაღალმთიანია, ზღვის დონიდან 1700 მ-დან 5000 მ-მდე.

გერგეთის სამების ტაძარი - თავს დაჰყურებს სტეფანწმინდას. XIV საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი სოფელ გერგეთში, დაბა სტეფანწმინდიდან 6 კმ-ში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს. კომპლექსში შედის: სამების გუმბათოვანი ტაძარი (XIV საუკუნის 30-იანი წლები), სამრეკლო (XIV საუკუნის II ნახევარი) და საბჭეო (XV საუკუნე).

მოკლე აღწერა:

სამდღიანი ტური „შატილი-ყაზბეგი“ მოიცავს მცხეთა-მთიანეთის მხარის გამორჩეულ ტურისტულ მარშრუტს. თქვენ საშუალება გექნებათ იხილოთ საქართველოს მაღალმთიანი რეგიონები, გაეცნოთ ადგილობრივ ეთნოგრაფიულ და არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობებს, დატკბეთ ულამაზესი ხედებით, სუფთა ჰაერით, შეიგრძნოთ მთის ჯადოსნური სიმშვიდე და შეხვდეთ ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც დღემდე ინახავს ძირძველ ტრადიციებს მთაში.

პირველი დღე -
სასტუმროში დილის საუზმის შემდეგ გავდივართ თბილისიდან. გავივლით ჟინვალის წყალსაცავს. შემდეგ დავათვალიერებთ კორშას ეთნოგრაფიულ მუზეუმს და დავისვენებთ „არაბულის არტ-ჰაუსში“, სადაც დავაგემოვნებთ ადგილობრივ ხევსურულ კერძებს. გვექნება საშუალება დავესწროთ კულინარიულ მასტერკლასებს და ჩვენივე მომზადებული ხინკალი მივირთვათ. გასტრონომიულის გარდა, შემოგვთავაზებენ ადგილობრივი რეწვის (ქსოვა, ხეზე კვეთა) მასტერკლასებს. შემდეგ გზას გავაგრძელებთ დათვისჯვრის უღელტეხილის გავლით. დავტკბებით ულამაზესი ხელშეუხებელი მთის ხედებით, გავივლით „გუროს ნაწვეთურს“ და დღის ბოლოს გავჩერდებით შატილში. განვთავსდებით სასტუმროში. ვივახშმებთ და გვექნება თავისუფალი დრო დასვენებისთვის.

მეორე დღე -

სასტუმროში დილის საუზმის შემდეგ, დავათვალიერებთ შატილის კოშკებს. მოვინახულებთ სოფელ მუცოს. დავბრუნდებით შატილში და ვისადილებთ. დავტოვებთ შატილს, გზად მოვინახულებთ ლებაისკარის ციხეს. გუდაურში განვთავსდებით სასტუმროში და გვექნება თავისუფალი დრო დასვენებისთვის.

მესამე დღე -

სასტუმროში დილის საუზმის შემდეგ, მჟავე წყლების გავლით მოვინახულებთ გერგეთის სამების ტაძარს და სტეფანწმინდიდან დავბრუნდებით გუდაურში, სადაც შესაძლებლობა გვექნება ვისადილოთ და დავბრუნდებით თბილისში.

ტურში შედის:

სასტუმრო შატილში (გათვალისიწნებულია საუზმე და ვახშამი)

სასტუმრო გუდაურში (გათვალიწინებულია საუზმე)

სადილი 2 დღე (კორშასა და შატილში)

სამართავად გადმოგეცემათ მაღალი გამავლობის 4WD Nissan Pathfinder

საჭიროების შემთხვევაში მძღოლის მომსახურება (სერვისის მისაღებად, გთხოვთ, მოგვწეროთ: sales@agg.travel)

ტურის მანძილზე საწვავით უზრუნველყოფა

ტურისტული ინვენტარი (კარვები, პარალონი, ფანრები)

ინგლისურ-რუსულად მოლაპარაკე ტურის ინსტრუქტორი ერთი ავტომობილით

მასტერკლასები (კულინარია, რეწვა)

წყალი

ტურში არ შედის:

ფრენის დაჯავშნა და ბილეთები

სასტუმრო თბილისში

სამოგზაურო დაზღვევა

ვახშამი და სადილი გუდაურში

ის სერვისები, რაც არ არის ტურის აღწერაში

დამატებითი ინფორმაცია:

არ არის რეკომენდირებული ორსულებისთვის

ერთ ავტომობილში შესაძლებელია მოთავსდეს მაქსიმუმ 5 ადამიანი მძღოლის ჩათვლით თქვენი კომფორტული გადაადგილებისთვის

არ არის რეკომენდირებული მათთვის, ვისაც აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები

არ არის რეკომენდირებული 2 წლის და უფრო მცირე ასაკის ბავშვებისთვის

თან იქონიეთ თბილი ქურთუკი

ინსტრუქტორი განთავსებული იქნება საკუთარ ავტომობილში.

აუცილებელი მოთხოვნა:

მოქმედი B კატეგორიის მართვის მოწმობა

მძღოლის ასაკი განისაზღვება 21-დან ზემოთ დაზღვევის შესაბამისად




კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა