500
No booking available
No available slots
0000004
 

გადართეთ ავტომობილის მართვის უნარჩვევები უგზოობის რეჟიმზე და მართეთ თქვენი თავგადასავალი!

ვაშლოვანი-სიღნაღი

ტურის ხანგრძლივობა: 2 დღე

მარშრუტი: თბილისი, ქ. დედოფლისწყარო, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები, სიღნაღი, თბილისი

ტრანსპორტირება: Nissan Pathfinder (4WD)

დისტანცია: 450 კმ

ღირსშესანიშნაობები:

პანტიშარა-დათვისხევი: მერცხლების ქალაქი, ალესილები, განამარხებული ფლორა და ფაუნა.

სიღნაღი

კახეთის ღვინის მარანი

მოკლე აღწერა:

ვაშლოვანი საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, დედოფლისწყაროს რაიონში მდებარეობს. თბილისიდან დედოფლისწყარომდე 2 საათში ჩახვალთ (130 კმ). ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნის ისტორია 1935 წელს ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალის დაარსებით იწყება, 2003 წელს ნაკრძალის გარშემო ეროვნული პარკი დაარსდა. ამავე პერიოდში დაკანონდა სამი ბუნების ძეგლი: ,,არწივის ხეობა”, ,,ტახტითეფას ტალახის ვულკანები” და ,,ალაზნის ჭალები".

სიღნაღი - სიყვარულისა და ღვინის ქალაქი, ასე უწოდებენ სიღნაღს ბოლო წლებში. ძალიან მიმზიდველია მათთვის, ვისაც განტვირთვა ესაჭიროება, მოსწონს მშვენიერი, სასიამოვნო და მშვიდი გარემო. სიღნაღში გასეირნებისას,შეიძლება თავი იტალიაში იგძნოთ – არქიტექტურა საკმაოდ მსგავსია პატარა იტალიური ქალაქებისა. მოკირწლული, რომანტიკული ქუჩები, მოჩუქურთმებული აივნები, 24/7 საქორწილო-სარიტუალო მომსახურება.

ტურის აღწერა:

პირველი დღე - თბილისიდან დაახლოებით 2 საათში იქნებით ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ვიზიტორთა ცენტრში, ქ. დედოფლისწყაროში. აქ გაეცნობით ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე მოქმედი მარშრუტების სპეციფიკას და უსაფრთხოების წესებს. ამის შემდეგ, ვიზიტორები ავტომობილით გაემართებით ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მოსანახულებლად, სამხრეთ-აღმოსავლეთით პანტიშარას ხეობისკენ. გზა ნაგომრების ქედს გადაკვეთავს და ეშვება პანტიშარას ვიწრო ხეობაში. ხეობისკენ მიმავალი გზა ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული ორი ლანდშაფტის მიჯნას წარმოადგენს: გზის მარჯვენა მხარეს მოჩანს ქსეროფიტული ბალახეულობით დაფარული, ნაზი კონტურების მქონე ნაგომრების ქედი, ხოლო მარცხენა მხარეს –ციცაბო ფერდობებით გამოყოფილი, არიდული ტყით დაფარული და ღრმა ხეობებით დაქსელილი ვაშლოვანის ნაკრძალი. ქედის თხემზე მიმავალი გზა თანდათანობით ქვემოთ ეშვება და ჩადის პანტიშარას ვიწრო ხეობაში, რომლის ორივე მხარეს აღმართულია ციხესიმაგრეების მსგავსი შვეული კლდეები, რომლებზეც მერცხლებს საკუთარი ქალაქი აუშენებიათ. სამხრეთისაკენ ხეობა თანდათან ფართოვდება და ალესილების ვრცელი პანორამა იშლება. მარშრუტი ისევ ხეობაში ბრუნდება და მისი შენაკადისკენ - “დათვის ხევისკენ” იღებს გეზს. აქედან იწყება საფეხმავლო მარშრუტი, რომელიც ღრმად შედის ხევში, რომლის ფერდობებში გაშიშვლებულია ზღვის მოლუსკები, რაც ამ ადგილზე ოდესღაც ზღვის არსებობას ადასტურებს. ხეობიდან ამოსვლის შემდეგ გზა ნაკრძალის საზღვარს მიუყვება აქვეა მოწყობილი გადასახედი. ვაშლოვანის ნაკრძალში გამოყოფილია საპიკნიკე ადგილები, სადაც დავისვენებთ და ვისადილებთ.

მეორე დღე - მეორე დღეს ტურისტები მოინახულებენ ულამაზეს ქალაქს სიღნაღს, რომელსაც სიყვარულის ქალაქსაც ეძახიან. ჩატარდება ქალაქის საფეხმავლო ტური, პროფესიონალი გიდი მიაწვდის ტურისტებს დეტალურ ინფორმაციას ქალაქზე, მის წარმოშობასა და ღირსშესანიშნაობებზე. შემდეგ ლოკაცია ღვინის მარანია, სადაც ტურისტები გასინჯავენ 4 სახეობის ღვინოს და გაეცნობიან ქართული, კერძოდ, კახური ღვინის დაყენების მეთოდებსა და ტრადიციებს. ტურის მსვლელობის დროს ტურისტებს ექნება შესაძლებლობა, გადაიღონ სურათები, შეიძინონ სუვენირები, ისეირნონ ქალაქში და ივახშმონ რესტორანში, სადაც უგემრიელესი კერძებით გაუმასპინძლდებიან. მარშრუტის ბოლოს მოვემართებით თბილისში.

ტურში შედის:

სამართავად გადმოგეცემათ მაღალი გამავლობის 4WD Nissan Pathfinder

საჭიროების შემთხვევაში მძღოლის მომსახურება (სერვისის მისაღებად, გთხოვთ, მოგვწეროთ: sales@agg.travel)

ტურის მანძილზე საწვავით უზრუნველყოფა

დაცულ ტერიტორიებზე შესვლის საფასური

ადგილობრივი უცხოენოვანი გამყოლი

ინგლისურ-რუსულად მოლაპარაკე ტურის ინსტრუქტორი ერთი ავტომობილით

კვება ვაშლოვანში

სასტუმრო სიღნაღში

სიღნაღის სასტუმროში საუზმე

წყალი

ტურში არ შედის:

ფრენის დაჯავშნა და ბილეთები

სასტუმრო თბილისში

სამოგზაურო დაზღვევა

ის სერვისები, რაც არ არის ტურის აღწერაში

დამატებითი ინფორმაცია:

მარშრუტებზე გადაადგილება ხდება მაღალი გამავლობის მანქანებით (4x4)

ჩაიცვით მოხერხებულად (სასურველია უხეში ქსოვილის შარვლის, მაღალყელიანი ფეხსაცმლის ჩაცმა)

არ არის რეკომენდირებული ორსულებისთვის

ერთ ავტომობილში შესაძლებელია მოთავსდეს მაქსიმუმ 5 ადამიანი მძღოლის ჩათვლით თქვენი კომფორტული გადაადგილებისთვის

არ არის რეკომენდირებული მათთვის, ვისაც აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები

არ არის რეკომენდირებული 2 წლის და უფრო მცირე ასაკის ბავშვებისთვის

ინსტრუქტორი განთავსებული იქნება საკუთარ ავტომობილში.

აუცილებელი მოთხოვნა:

თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი/პასპორტი

მოქმედი B კატეგორიის მართვის მოწმობა

მძღოლის ასაკი განისაზღვება 21-დან ზემოთ დაზღვევის შესაბამისად

ვიზიტორთათვის დაშვებულია:

მონიშნულ ბილიკზე ცხენით, ფეხით და მანქანით გადაადგილება

საპიკნიკე და საკემპინგე ადგილებით სარგებლობა

კოცონის დანთება სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში

ფლორასა და ფაუნაზე დაკვირვება

ფოტო და ვიდეო გადაღება

ვიზიტორებს ეკრძალებათ:

ცეცხლსასროლი იარაღის ან ნებისმიერი ისეთი ნივთის ტერიტორიაზე შეტანა რომელიც საფრთხეს შეუქმნის გარემოს

შინაური ცხოველების ტერიტორიაზე შეყვანა

მცენარეების ან მისი ცალკეული ნაწილების, ქანების ან ნამარხი მასალების შეხება;

ფაუნის ნებისმიერი წარმომადგენლის დაჭერა, გამოდევნა ან რაიმე ზიანის მიყენება;

ინფრასტრუქტურის დაზიანება, კერძოდ ვანდალიზმი

სპეციალური ნებართვის გარეშე ბუნებრივი და კულტურული მასალების შეგროვება

საქართველოსთვის უცხო ორგანიზმების შეყვანა და გავრცელება

შეზღუდული ხედვის პირობებში (ნისლი, მაღალი ბუჩქნარი ან ბალახები) სწრაფი გადაადგილება

ცეცხლის დანთება (სპეციალურად გამოყოფილი ადგილის გარდა).

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა